ვარკეთილში მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 16 წლის მოზარდის მეზობლების ინფორმაციით, ბიჭი მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა როდესაც ტრაგედია მოხდა.
მეზობლები აცხადებენ, რომ მოზარდი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, სადაც ის, სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახურავზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
დაღუპული მოზარდი 108-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.
შეგასენებთ, შემთხვევა ვარკეთილში დღეს საღამოს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
👉 უბედური შემთხვევა ვარკეთილში – არასრულწლოვანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა გიორგი კიკაბიძე / ტვ პირველი
Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Montag, 23. September 2019
Discussion about this post