ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მშობლები გახდნენ – წყვილს ბიჭი შეეძინა. რამდენიმე წუთის წინ ივანიშვილმა “ინსტაგრამზე” ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შვილი ხელში უჭირავს.
ფოტო, როგორც კომენტარიდან ირკვევა, გუშინ არის გადაღებული.
პირველად ამის შესახებ საზოგადოებას ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ ამცნო. მისივე პოსტიდავ ვიგებთ, რომ ბავშვს ბერუკა დაარქვეს:
“ბერა ივანიშვილს ვულოცავ პატარა ბერუკას დაბადებას, ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს პირველ შვილიშვილს!”
ბავშვის სახელი ბერუკა, სავარაუდოდ ბერასა და ნანუკას სახელების შეერთებით იყო მიღებული.
Discussion about this post