მომღერალმა ბერა ივანიშვილმა მეუღლეს, ნანუკა გუდავაძეს სიმღერა მიუძღვნა. „ეს პირველი სიმღერაა, რომელსაც ჩემს ძვირფას მეუღლეს ვუძღვნი. დრო გიჟურად გარბის, როდესაც შეყვარებული ხარ“ – წერს ივანშვილი instagram-ზე.
ბერა ივანიშვილმა ცოლი დაახლოებით ერთი წლის წინ მოიყვანა. მაშინ ბერამ საკუთარი ნიშნობის შესახებ, სოციალურ ქსელში თავად ბერამ დაპოსტა და ფოტოც გამოაქვეყნა.
“და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი” – დაწერა ბერამ.
ნანუკა გუდავაძის და ბერას ლავ-სთორი მანამდე რამდენიმე თვეს ითვლიდა. მომხიბვლელი მოდელი ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია…
Discussion about this post