სოციალურ ქსელში ძალიან სასიამოვნო ინფორმაციას წავაწყდი, რომელიც თქვენც მინდა, რომ გაგიზიაროთ. ეს ამბავი ხაზს მხოლოდ ერთ რამეს უსვამს, საქართველოს ძალიან ბევრი კარგი და გულიანი პოლიციელები ჰყავს…
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს თუ როგორ დაუთმო საკუთარი სამსახურეობრივი ქურთუკი პოლიციელმა მოხუცს ქალბატონს. ფოტოს უამრავი გამოხმაურება და პოლიციელისადმი კეთილგანწყობა მოჰყვა.
„ბებო, რომელიც დაიკარგა, სციოდა და შეუძლოდ იყო, პოლიციამ იპოვა, გაათბო და სახლში წაიყვანა“, – წერს დღის ფოტოს ავტორი.
Discussion about this post