23 წლის პროგრამისტის საეჭვო გრდაცვალების საქმეზე „შაბათის ფორმულას“ წყარომ საგამოძიებო უწყებიდან დაუდასტურა რამდენიმე დეტალი, რაზეც ამ დროისთვის გამომძიებლები მუშაობენ.
„შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც თამარ ბაჩალიაშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე.
უცნობია, რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.
Discussion about this post