31 წლის თამთა ბერბიჭაშვილს მწვავე მიელობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. მისი სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო. თუ როგორია ახალგაზრდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორ ებრძვის უმძიმეს დაავადებას, ამის შესახებ თამთას და, ნინი ბერბიჭაშვილი გვესაურება:
– დიაგნოზის შესახებ პირველ ივნისს გავიგეთ. ერთი კვირის წინ რაღაც ვირუსივით ჰქონდა, მერე თითქოს გაურა, მაგრამ დაუტოვა დაბალი სიცხეები და დაღლილობას გრძნობდა. თავიდან ფილტვების ანთება ეგონა და ექიმთან წავიდა, მათ კი სისხლის ანალიზი მოსთხოვეს. ანალიზის დატოვებიდან დაახლოებით ორს საათში დაურეკეს, ამსახურში იყო, უთხრეს, თუ შეგიძლიათ თქვენ თვითონ ამობრძანდითო. ლაბაროტორიაში ხელახლა გადაამოწმეს ანალიზები და ლეიკოციტების დიდი რაოდენობა აღმოაჩნდა. ექიმებს გაუკვირდათ, ფეხზე საერთოდ როგორ დადიოდა. აქამდე თამთას ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, იშვიათად გრძნობდა სისუსტეს. სულ ეს იყო.
როცა თამთამ ეს ამბავი გაიგე, თავიდან, რა თქმა უნდა, ყველასთვის სტრესული იყო ამ ამბის გაგება, მით უმეტეს თამთასთვის. თუმცა მან რა ძალაც და მხნეობაც გამოიჩინა, ენით ვერ გადმოვცემ. ძალიან ბევრი ვერ შეინარჩუნებდა სიმხნევეს ასეთ დროს. რაც შეეხება ბავშვს, უკვირს, დედას ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავს, მან არ იცის, რატომ არის დედა ავად, უბრალოდ იცის, რომ მკურნალობა სჭირდება.
– სად მკურნალობს თამთა და მკურნალობის რა ეტაპზეა? – თამთა თურქეთში მკურნალობს.
პაციენტი არ გამოგვაყოლეს აქეთ საქართველოში, არ შეიძლებოდა მისთვის მოძრაობა, მგზავრობა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. პირველ ჯერზე ჩემს დას სასწრაფო ქიმია დაუნიშნეს. მეორე ეტაპზეც ქიმიოთერაპიია დაგვჭირდა. ახლა ლეიკემიის მდგომარეობა ორგანიზმში სტაიულურია და არ პროგრესირებს, მაგრამ ძვლის ტვინის გადანერგვა დგას დღის წესრიგში და მკურნალობის მეორე ეტაპის დასასრულს გვეცოდინება, დაგვჭირდება თუ არა ძვლის ტვინის გადანერგვა.
– ცხადია, მკურნალობის კურსი სოლიდურ თანხებთან იქნება დაკავშირებული… სახელმწიფო გეხმარებათ რამით?
– ჯერჯერობით არაფერი მიგვიღია სახელმწიფო უწყებებიდან. ჯანდაცვაში 11 ივნისს შევიტანეთ დაფინანსებაზე განაცხადი და პასუხი ამ დრომდე არ მოგვსვლია. მეორე ეტაპის მკურნალობის თანხა გვაქვს შესატანი და სასწრაფოდ გვჭირდება 22 500 დოლარი. თუ გაქვთ სურვილი, რომ დაეხმაროთ თამთას და მის 9 წლის ვაჟს – რომ მალე დაუბრუნდეს ჯანმრთელი დედიკო, იხელმძღვანელეთ ქვემოთ მითითებული რეკვიზიტებით:
GE65BG00000007361500 მიმღები: თამთა ბერბიჭაშვილი GE94TB771163601010000 მიმღები: მარიამ ბერბიჭაშვილი; რუსკა კილასონია წყარო: www.mshoblebi.ge
Discussion about this post