მარიამი 19 წლის სენაკელი გოგონაა, რომელიც თბილისში ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ცხოვრებაში ბევრი მიზანი ჰქონდა და მათ მიღწევას ეტაპობრივად აპირებდა, თუმცა რომ არა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარი ტრაგედია, ალბათ ბევრ ოცნებასაც აიხდენდა.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციის დაწყებამდე გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გულის გაჩერება სავარაუდოდ, ნარკოზის დოზამ გამოიწვია.
“ბავშვი მოგვიკლეს! ცხვირის ძგიდის პრობლემა ჰქონდა, ვერ სუნთქავდა და ამისთვის მოვიდა აქ, ჯერ ოპერაციაც არ დაწყებულა და ნარკოზში მოკლეს ბავშვი! ალბათ დიდი დოზა მისცეს…” – ამბობს გარდაცვლილი ნათესავი ქალი.
Discussion about this post