გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა 15 წლის მოზარდი დაჭრა.
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი აღნიშნულ პირს არ იცნობდა.
ჩვენთვის მოწმოდებული ინფორმაციით, ინცინდენტისას მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაიყვანილი. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.
Discussion about this post