ორი წლის წინ, პატარა ანასტასია ზაალიშვილის დასახმარებლად უამრავი ადამიანი გაერთიანდა. გოგონას მეოთხე სტადიის ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე დაუდგინდა და სამწუხაროდ, 2 წლის და 8 თვის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბავშვის თურქეთში ტრანსპორტირებისა და მკურნალობის ხარჯები ჯანდაცვის სამინისტრომ და “სოლოდარობის ფონდმა“ დაფარა. პატარის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ასევე თანხა შეაგროვა “დედების ფონდმა“. ანასტასიას გარდაცვალების შემდეგ, “დედების ფონდსა“ და გარდაცვლილი გოგონას დედას შორის უთანხმოებამ იჩინა თავი და დავამ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა. მათ შორის დღეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი იმართება.
ფონდის დამფუძნელის ვიკა ჩიმჩიურის თქმით, სასამართლოს პირველი ინსტანცია მოიგო, თუმცა გადაწყვეტილება ქალბატონმა ქეთი ქემოკლიძემ გაასაჩივრა და დავა ამ დრომდე მიმდინარეობს. საქმე ეხება თანხას, რომელიც ანასტასია ზაალიშვილის სამკურნალოდ გადაურიცხა ფონდმა გოგონას მშობელს. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ფონდმა ოჯახს სთხოვა, აღნიშნიშნული ფული დაებრუნებინა, რათა სხვა ბენიფიციარისთვის გაეწიათ დახმარება.
– ბავშვის გადვურიცხეთ 150 000 ლარი, გადარიცხვიდან ორ დღეში, სამწუხაროდ, ანასტასია თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა და ჩვენი მიწოდებული ფული ცხადია მის სამკურნალოდ ვერ გამოიყენეს. რაც ბავშვს დასჭირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ და “სოლიდარობის ფონდმა“ დაფარა. ბავშვს არ უკეთებდნენ ოპერაციას, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო არ დარიცხავდა ფულს. როცა ანასტასია გარდაიცვალა, მის პალატაში სხვა ადადმყოფი ბავშვი იწვა და დედას ვთხოვეთ, რომ იმ ბავშვისთვის მიეცაეს ფული.
ჩვენს ამ შეთავაზებას მოჰყვა ქეთი ქემოკლიძის წყევლა-კრულვა, მე მაგ ბავშვს არ დავეხმარებიო. საბოლოოდ ჩვენი ფონდის მიერ გადარიცხული თანხა მოითხოვა ხალხმა სრულიად სამართლიანად, რადგან შეგროვილი ფული ვერ მოხმარდა პატარას, უნდა დავხმარებოდით სხვას. 150 000 ლარი ორ დღეში შეგროვდა და ხალხის პოზიცია იყო ასეთი, სიმწრით შევაგროვილი თანხა სხვა ბენეფიციარისთვის მიგვეცა სამკურნალოდ. მოკლედ, ეს ფული ქეთი ქემოკლიძემ არ დაგვიბრუნა. ორი წელია სასამართლო დავა მიმდინარეობს. პირველი ინსტანცია საქალაქო სასამართლოში მოგებული გვაქვს. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს იმ მოტივით, რომ ფული არ მაქვსო და ამ ფულს ვერ მიიღებთო. 5000 ლარს მოგცემთო და გაჩუმდითო. ახლა მთავარია, სასამართლომ დააკისროს თანხის სრულად დაბრუნება და სწორი და სამართლიანი განაჩენი დადგეს. მერე როგორ მოიძიებს ქალბატონი ამ თანხას, ეგ არ არის ჩვენი პრობლემა. აქ ყველაზე მეტად საყურადღებოა ის, რომ სახელი შეგვილახა, ხმებს ავრცელებდა, თითქოს ეს ფული არ გადაგვირიცხია და მე ჩემი ფონდის გადმომრიცხველებთან უნდა ვიყო მართალი და უნდა აღვადგინო სამართლიანობა. ჩვენ ბავშვის წინაშეც მართალი ვართ, მისი დედის წინაშეც და იმ ხალხის წინაშეც, ვინც ფული გადმორიცხა დასახმარებლად, – აცხადებს ვიკა ჩიმჩიური.
– ფონდის პოზიციაა, რომ ბავშვი გარდაიცვალა და ვთხოვეთ სხვა ბავშვი დაგვეფინანსებინა ამ ფულით, რაზეც უარი მივიღეთო…
– რა თანხას ითხოვს ფონდი სასამართლოს გზით და და რა უნდა ქნათ, თუ სასამართლო ამ თანხის გადახდას დაგაკისრებთ?
– ვრცელდება ცნობები, თითქოს თქვენ ეს თანხა არამიზნობრივად გამოიყენეთ და დახარჯეთ. რას იტყვით ამ ბრალდებებზე?
ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩემ გვერდით იყო. მე არავინ დამვიწყებია და დღემდე ლოცვას ვუგზავნი, მჯერა, ანასტასიაც ლოცულობს მათთვის.
კომენტარი გააკეთა ჩვენთან ასევე “დედების ფონდის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ თანდიაშვილმა:
– არც კი ვიცი, რა ვთქვა ამასთან დაკავშირებით… ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში… ვინც მეგობრად მივიღე. ადამიანი, რომელსაც არ რცხვენია თქვას ტყუილი… მე მჯერა, რომ მოვიგებთ სამართლებრივად, რადგან სიმართლე ჩვენ მხარესაა. პროცესზე მათი პოზიცია რომ მოვისმინე, სრული შოკი მივიღე – ეს არის თურმე ნაჩუქარი თანხა და არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ, სხვა ბავშვს დაეხმაროს შეგროვილი ფულით… სრული აბსურდია, რასაც ამბობენ, რომ ეს თანხა მათ აჩუქეს კომპანიებმა ნებისმიერი მიზეზით დახარჯვისთვის, რომ ეს იყო კომპენსაცია ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ოჯახისთვის… სხვა სიცრუეებზე აღარაფერს ვამბობ…
იმედს ვიტოვებთ, სასამართლოში გაირკვევა სიმართლე და ამ სადავო საკითხს ნათელი მოეფინება.
Discussion about this post