მსახიობი ვახო კანდელაკი გიორგი გოგიჩაიშვილთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს, როცა ორივე მათგანს გადაცემები დაუხურეს. გთავაზობთ მსახიობის პოსტს კოლეგისა და მეგობრის შესახებ: „ბოლოს პირველი არის ეზოში ვნახე. ძალიან გაბრაზებული, უფრო სწორედ ნაწყენი იყო!!
– ბიჭო, გადაცემა დამიხურეს ისე, რომ ეს ყველაფერი ჩაწერაზე გავიგეო.
– გოგიჩ, მეც იმავე სიტუაციაში ვარ, ახლა გავიგე-მეთქი.
თავში გამიელვა აზრმა და ეგრევე გავუზიარე – მოდი, ვუჩივლოთ მაგ არაკაცებს-მეთქი,
– მოდიო!!! მაგას არ შევარჩენო.
ორი საათის მერე დამირეკა და მეუბნება – ვახსტანგი ( ასე მეძახდა გოგიჩა) ბიჭო, რაღაც მაგრად მერიდება სასამართლოში გასაჩივრება, რას იტყვის ხალხიო!!! ახლა ხალხი გამოჭენდება ჩემო ძმობილო ამ სივრცეში და დაიწყებს მიწერ-მოწერას, თუ რა მაგარი ადამიანი იყავი და რა ნიჭიერი!!! ისინიც დაწერენ უეჭველი, თავი რომ გაიმართლონ, შენ რომ გული გატკინეს.
ჩემო უფროსო და უკეთილესო მეგობარო, შევხვდებით ერთმანეთს და მერე გავარკვიოთ ყველაფერი❤ მიყვარხარ და მომენატრები!!!“
შეგახსენებთ, რომ გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს, 4 ივლისს გარდაიცვალა.
ბოლოს პირველი არის ეზოში ვნახე. ძალიან გაბრაზებული, უფრო სწორედ ნაწყენი იყო!!-ბიჭო გადაცემა დამიხურეს ისე, რომ ეს…
Gepostet von Vaxo Kandelaki am Donnerstag, 4. Juli 2019
ფორტუნა
Discussion about this post