ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ასეთ ადამიანებზე რომ არ მოგიყვეთ ხოლმე არ შეიძლება. გუშინროგორც იცით კარგარეთელის კუთხეში რომ იჯდა, ის ბებოგადავიყვანეთ სახლში. ბებო ჯექსონამ წაიყვანა და მე დავრჩიდარჩენილი ყუთები და ნაგავი რომ გადამეყარა.
დიდი ხნის ნაგროვები გაფუჭებული საჭმელი მუყაოს დიდ ყუთში იყო და სანაგვესთან მივიტანე, ძაღლებსდა კატებს შეაჭამოს იქნებ ვინმემ.
ამ დროს მოხუცი “სტაიანშჩიკი” მოვიდა და იქნებ ზოგი რამე საჭმელად ვარგოდეს და ავიღებ აქედან რამესოდა დაიწყო ძებნა იმ ძველ ყუთში. მე გზის აქეთ დიდ პარკებში ვყრიდი ნაგავს და 10 წუთის შემდეგ ეს„სტაიანშჩიკი“ მოდის და დიდი პარკი მოაქვს, დავხედე და ას ლარამდე ხურდა იყო შიგნით.
ყუთის ძირშივიპოვეო, სიმწრით ექნება მოგროვილი და ალბათ აღარ ახსოვდაო, მოხუცია და მიუტანეო…
თვითონ მშიერმა, ქუჩაში რომაა სულ, მეორე ასეთივე ადამიანს რამხელა სითბო მისცა.
ადამიანი ქუჩაშიც ინარჩუნებს ადამიანობას, ადამიანი ყველგან და ყველანაირ პირობებშიც ადამიანია, ეხლაცმებღავლება რომ მახსენდება გეფიცებით.
ფოტო მისი არაა, არ დაწეროვო, კარგი კაცობისთვის მადლობა არ მინდაო.
#სიკეთეგადამდებია – თქო გეუბნებით.“
Discussion about this post