ფოტო: Giorgi Diasamidze / netgazeti.ge
“დღეს 2019 წლის 20 მაისს შენი კლასი და სკოლა ბოლო ზარს ზეიმობს. არ შემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ მამი იმიერ საქართველოში” – წერს საკუთარ Facebook გვერდზე ზაზა სარალიძე.
ზაზა სარალიძის შვილს, წელს სკოლა უნდა დაემტავრებინა…
ოფიციალური ვერსიით, არასრულწლოვნებს შორის შელაპარაკება 2017 წლის 1 დეკემბერს #51-ე სკოლის საპირფარეშოში დაიწყო. მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ა.ს. დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა. სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. მანდატურის შენიშვნის შემდეგ კონფლიქტმა ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლა. კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ორი მოსწავლე სასიკვდილოდ დაიჭრა. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა; ხოლო მეორე დაჭრილი, დავით სარალიძე – მეორე დღეს საავადმყოფოში. მას 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
Discussion about this post