ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის გოგონას დედა სოციალურ ქსელში წმოციურ სურათებს და წერილს აქვეყნებს:
“სრული სისულელე ალბათ ან გამოშტერების პიკი,რაც მჭირს.არ შეიძლება ნორმალური დედა შვილის საფლავს ფოტოს უღებდეს და აქ დებდეს,მაგრამ სულ შენს ფოტოებს რომ ვდებდი,მეტჯერ სად გადაგიღო დეო?ეს შენი ბოლო კადრია ჩემი ხელიდან…შენი და ჩემი ნავთსაყუდელი.ადგილი, სადაც ერთად უნდა ვიყოთ.ადგილი, სადამდე გზაც უნდა გავიზეპირო,ვიმეორო და ვიმეორო გოჯ-გოჯ ისე,თვალის ჩინი რომ წამერთვას დეე, მაინც მოგაგნო და მოვეფერო ქვას,რომელზეც შენ მყავხარ…მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს დეო(მე ათასს გისრულებდი),მიშველე რაც შეძლო, ისე მალე….” – წერს გოგონას დედა.
შეგახსენებთ, 26 მაისს 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი ლაგოდეხში ექსკურსიისას დაიღუპა. გოგონას ამბავმა მთელი საქართველო შეძრა.
სრული სისულელე ალბათ ან გამოშტერების პიკი,რაც მჭირს.არ შეიძლება ნორმალური დედა შვილის საფლავს ფოტოს უღებდეს და აქ…
Gepostet von Lana Pharvana am Donnerstag, 4. Juli 2019
Discussion about this post