საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ტრაგიკულად დაღუპული ნიკა ჯორჯაძის გაუსაძლის მონატრებაზე სოციალურ ქსელში წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“არ არსებობს საზომი ერთეული რომელიც რაიმე ფორმით მაინც განმარტავს თუ როგორ მენატრება ეს უბედნიერესი წუთები და როგორ მტკივა ჩემი ნიკუშას ტრაგედია წარმოდგენაც არ მაქვს მხოლოდ მოგონებები როგორ ვიმყოფინო და კიდევ უფრო ვერ ვხვდები როგორ ვამყოფინო ეს მოგონებები დედას,” – წერს მევლუდ მელაძე.
ნიკა ჯორჯაძე აპროლის თვეში თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა. ნიკუშა ადგილზე გარდაიცვალა.
Discussion about this post