მძიმე დიაგნოზისგან განკურნებული პატარა გოგონას, თუთას დედა საზოგადოებას მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობას კიდევ ერთხელ უხდის. ოჯახმა ხალხის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, გოგონას მკურნალობა საზღვარგარეთ შეძლო და ამჟამად თუთა თავს კარგად გრძნობს.
“დღეს ის დღეა შარშან რომ ვინატრე რომ ისევ შევხვედროდით ერთად…არც ერთი წამი არ მინდა უშენოდ თუთა ჩემო ტკბილო ჩემო სულო ჩემო ბედნიერება.არც ერთი ტკივილი არც ერთი მოწყენილი სახე არც ერთი ცრემლი დედა! სიცოცხლის ბოლომდე მინდა შენი თმის და კანის სურნელი შევიგრძნო შენი ბოხი სიცილი და უკეთილესი თვალები! რამდენ ადამიანს შეგაყვარათ თავი….რამდენმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან თუთა. სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც! 3 წელი და სამივე მისტიური წელი გავიარეთ სამივე უბესნიერესი ერთად ყოფნით…ყველაფერი მინდა ოღონდ შენთან ერთად და არაფერი დედამიწაზე უშენოდ.
მე ვერ ავხსნი სიტყვებით ალბათ რას გრძნობს ჩემი სხეული ყოველ დილას როცა თუთას ხედავს და თუთას ხმა ესმის…ვერ აგიღწერთ რას გრძნობს ჩემი სხეული და გონება როცა ჩემს შვილს ვსუნთქავ ყოველ ღამე და ყველა კოცნაზე მაჟრიალებს თითქოს პირველად ვაკოცე და ყველა ამ კოცნისთვის რაც მაქვს და მექნება ყველაფრისთვის მადლობას გიხდით მეგობრებო რომ ესეთები ხართ! მინდა რომ სული გაგიღოთ და თავი ავიხადო რომ ჩაგახედოთ 5 წუთით მაინც. მინდა უსასრულოდ გელაპარაკოთ.
არ დაიღალოთ სიკეთის კეთებით თუნდაც ამიტომ…არასდროს იმედი არ დაკარგოთ ცხოვრებაში არასდროს! და ყოველ წუთს გიყვარდეთ ერთმანეთი და ეფერეთ ძალიან ძალიან ბევრი ♡! ჩიტოზა გილოცავ დედა მე უმდიდრესი ვარ შენით!
დღეს ის დღეა შარშან რომ ვინატრე რომ ისევ შევხვედროდით ერთად…არც ერთი წამი არ მინდა უშენოდ თუთა ჩემო ტკბილო ჩემო …
Gepostet von Anka Berishvili am Mittwoch, 10. Juli 2019
Discussion about this post