მოდაში რომ სტანდარტები და მოთხოვნები ყოველწლიურად იცვლება ცხადია.
სხვადასხვა გავლენიანი მოდის სახლების ექსკლუზიური მოდელები საკმაოდ განსხვავებული და დასამახსოვრებელი გარეგნობის გოგონები არიან, რომლებიც მუდმივად იქცევენ საზოგადოების ყურადღებას. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ჩვენებებიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი.
22 სექტემბერს მილანის მოდის კვირეული Gucci-ს ჩვენებით დაიხურა. პოდიუმზე განსაკუთრებული ყურადღება 23 წლის სომეხმა მოდელმა არმინე არუთინიანმა მიიქცია ჩვენებაზე არმინე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა, რამაც კიდევ უფრო გაუსვა ხაზი მისი გარეგნობას და სოციალურ მედიაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა.
წყარო: https://www.beaumonde.ge
Discussion about this post