რამდენად სასარგებლოა არაქისი?
მასში შემავალი ცხიმები და ცილები დიდი ხნის განმავლობაში გვაძლევს დანაყრების საშუალებას. მასში შემავალი ომეგა 3 ამცირებს ქოლესტერინს, არტერიულ წნევას და შესაბამისად მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
არაქისი უნივერსალური პროდუქტია. მისი მირთმევა შეიძლება როგორც ნედლად, ასევე შემწვარი ან მოხარშული სახით. მარტივას რომ ვთქვათ, არაქისი შესანიშნავია!
არაქისი და მისი 13 სასარგებლო თვისება
- არაქისი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში

დაბალანსირებული დიეტის საშუალებით, არაქისი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. იგი დიდი ხნის განმავლობაში გვაძლევს დანაყრების შეგრძნებას. შესაბამისად არაქისის შემდეგ ნაკლებას გვშივდება, რაც თავიდან გვარიდებს ზედმეტ კილოგრამებს.
- არაქისი ქოლესტერინისათვის
მიირთვით არაქისი ან არაქისის კარაქი და თქვენი ქოლესტერინის დონე დაბალანსდება.
- არაქისის უპირატესებები დიაბეტის დროს
არაქისს შეუძლია შეამციროს დიაბეტის სიმძიმე, რადგან ის შეიცავს მანგანუმს, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქარს. არაქისი კარგი არჩევანია დიაბეტის დროს.
- არაქისი არტერიული წნევის საწინააღმდეგოდ
თუ გაქვთ ჰიპერტენზია, არაქისის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები შეამცირებს წნევას. მაღალი არტერიული წნევის გარეშე გულის დაავადებების და ინსულტის რისკი მნიშვნელოვად შემცირდება.
- რატომ არის სასარგებლო არაქისი კანისთვის?
არაქისში შემავალი უჯერი ცხიმოვანი მჟავები საოცარია ანთების საწინააღმდეგოდ. ამიტომ თუ თქვენი კანი გაღიზიანებულია წაისვით არაქისის კრემი.
- არაქისი კიბოს საწინააღმდეგოდ
არაქისის მიღება ამცირებს კიბოს უჯრედების ზრდას მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადებულ ქალებში.
- არაქისის სარგებელი ართრიტის დროს
ართრიტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც მხოლოდ აშშ-ში 50 მილიონ ადამიანს აწუხებს. ართრიტით დაავადებულმა ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ არაქისის სასარგებლო თვისებების შესახებ. არაქისი ამცირებს სახსრების ტკივილსა და კარგია ანთების საწინააღმდეგოდ.
- არაქისი ალცჰეიმერის საწინააღმდეგოდ
მისი სარგებელი ასევე გამოიხატება იმაში, რომ ის ხელს უწყობს ნეიროდეგენერაციული დავაადებების წინაღამდეგ ბრძოლას, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება.
- არაქისი გულის დასაცავად
არაქისის ყოველდღიური მოხმარება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობას. არაქისის სარგებელი გულისათვის აშკარაა!
- არაქისი ხელს უშლის ინსულტს
არაქისი შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც ამცირებენ ამინომჟავის ჰომოცისტეინს. რაც თავის მხრივ ინსულტის ერთ-ერთი მიზანია.
- არაქისის სარგებელი ნაღვლის კენჭის წინააღმდეგ
არაქისის სარგებელი მდგომარეობს იმაში, რომ იგი ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კალკების წარმოქმნას. მიირთვით კვირაში 100 გრამი არაქისი.
- არაქისი დეპრესიის საწინააღმდეგოდ
არაქისს ასევე შეუძლია გაუმკლავდეს დეპრესიას. ის ზრდის სეროტინინის დონეს სისხლში.
- არაქისი ხელს უშლის ნაყოფის განვითარების დარღვევას
ფოლიუმის მჟავა ხელს უშლის ნაყოფის განვითარების დარღვევებს და უზრუნველყოფს ჯანმრთელ ორსულობას. თუ არაქისის მიმართ ალერგიული ხართ, გვერდითი მოვლენები შეიძლება ძალიან მძიმე იყოს ნაყოფისთვის. ამიტომ ფრთხილად იყავით!
Discussion about this post