ბაზარზე ახალი სილამაზის პროდუქტები მუდამ ჩნდება, მაგრამ ჩვენი ბებიების ხერხები მაინც შეუცვლელია.
ჯანსაღი თმისთვის – თუ თმას მომწვანო ელფერი დაკრავს (განსაკუთრებით ქერებისთვის), პომიდვრის წვენი დაგეხმარებათ. დაიდეთ თმის მთელ სიგრძეზე და 10 წთ გაიჩერეთ.
ასპირინი ქერტლთან ბრძოლისას დაგეხმარებათ – დაუმატეთ შამპუნს 2 აბი ასპირინი და ამ საშუალებით თავი ორ კვირაში ერთხელ დაიბანეთ.
თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად გადაისხით ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავი ყოველი დაბანის შემდეგ.
ჯანსაღი კანისთვის – თვალებთან არსებული შავი წრეებისთვის, გაჭერით კარტოფილი შუაზე და მუქ ადგილებზე დაიდეთ. 15 წუთში კანი გაღიავდება.
Discussion about this post