ხანდახან ლამაზი ფოტოს გადაღება ადვილად გამოგვდის, ხანდახან კი ძალიან გვიჭირს სწორი პოზის და რაკურსის შერჩევა. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს ხრიკები:
გაიგეთ რომელია თქვენი “იღბლიანი” მხარე: თითქმის ყველა ადამიანის სახის ნაკვთები ასიმეტრიულია. გამოარკვიეთ რომელი მხარე წარმოგაჩენთ უკეთ და ფოტოების გადაღების დროს ის მხარე მიუშვირეთ ფოტოაპარატს.
არ შექაჩოთ ლოყები შიგნით: თუ გსურთ, რომ ლოყები ნაკლებად შესამჩნევი იყოს, უბრალოდ შეატრიალეთ სახე კამერისგან 3/4-ით და ენა სასას მიაჭირეთ.
ეცადეთ კოპები არ შეკრათ: ეს შემაშინებელ გამომეტყველებას შეგიქმნით და ცხვირს უფრო დიდს გამოაჩენს. რეკომენდირებულია, რომ პირდაპირ უყუროთ კამერას.
აწიეთ ნიკაპი: როცა ფოტოს გვერდიდან იღებთ, სახის უკეთესი გამომეტყველებისთვის მოერიდეთ ნიკაბის დაბლა ჩამოწევას.
Discussion about this post