დიდიხანია სამომავლოდ დებთ სავარჯიშო დარბაზში სტუმრობას? ჩვენ წარმოგიდგენთ გზებს რეგულარული ვარჯიშისთვის საკმარისი მოტივაციის მისაღებად.
ნუ იფიქრებთ დასაწყისზე
ნუ გეშინიათ საკუთარი ფორმების. არავინ იბადება იდეალური სხეულით. სავარჯიშო დარბაზებში ადამიანები სარკეში საკუთარი ტექნიკის შესაფასებლად იყურებიან და არა სხვა ადამიანების განსაკიცხად.
შეიძინეთ ლამაზი სავარჯიშო სამოსი
კვლევის მიხედვით, წითელი სპორტული სამოსი წარმატების შანსს ზრდის.
იპოვნეთ დარბაზი სახლთან ახლოს
ასე არ გამოტოვებთ ვარჯიშს ცუდი ამინდის ან ტრანპორტის პრობლემების გამო.
შეიქმენით ატმოსფერო
საყვარელი მუსიკის მოსმენა შთაგონებას მოგცემთ და პოზიტიური ემოციით აგავსებთ.
მუდამ მზად გქონდეთ ჩანთა წინასწარ
საკუთარ თავს მიანიჭეთ სიამოვნება თვის ბოლოს
იყიდეთ რაიმე ახალი ან ასიამოვნეთ საკუთარ თავს 1 თვიანი ვარჯიშის შემდეგ რაიმე სასუსნავით.
Discussion about this post