გარკვეული პერიოდის წინ “იუთუბზე” გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელიც არხმა Geography Now-მ ატვირთა და რომელიც იუზერებს საქართველოს აცნობს.
ავტორის თქმიღ, ეს კავკასიის უცნობი და საინტერესო ქვეყანაა, რომლის მცხოვრებლებსაც ძალიან უჭირთ უცხოელებისთვის იმის ახსნა, ვინ არიან და საიდან არიან ისინი. საქართველო არის მთიანი ქვეყანაა ბევრი უძველესი ქვის ნაგებობითა და კოშკებით.
ავტორი ხაზს უსვავს, რომ საქართველოში მდებარეობს ევროპის ყველაზე მაღალი მთა და რომ ქვეყანაში ამოდის ბევრი მინერალური წყარო. ქართველებს აქვთ მეღვინეობის უძველესი ტრადიცია და სრულიად განსხვავებული ენა, რომელიც არცერთ სხვას არ ჰგავს.
წამყვანი ხაზს უსვავს, რომ ქართველებს ქალი მეფეც ჰყავდათ და, მიუხედავად უამრავი ბრძოლისა, საქართველომ მაინც შეინარჩუნა იდენტობა და პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა. ის საუბრობს, ქართულ პოლიფონიზე, რომელიც იუნესკომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ქართული ცეკვაზე, კონსტანტინე ჯანაშიაზე, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, რომელიც არის ამ ქვეყნის უძველესი ტრადიცია და ქართველისთვის “სტუმარი ღვთისაა”.
და ბოლოს, ავტორის დასკვნით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს სიმბოლო მგელი უნდა იყოს…
Discussion about this post