ბლოგერი გურამ შეროზია საქართველოს რკინიგზას მიმართავს და სამგზავრო მატარებლებში არსებულ ვითარებას აღწერს: „20 წელი გავიდა, ცხოვრება განვითარდა, ვირი ხეზე ავიდა, მწყერიც იქვე შეჯდა, მაგრამ ამ დედააფეთქებულ, მაძუნგალა და აყროლებულ საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway არაფერი ეშველა!!!
– ინტერნეტი მთელი გზა არ მუშაობს, შემჯდარი ვარ ჩემს ინტერნეტზე. ხან “პერევალიაო”, ხან აიიი ახლა გადავტვირთავო, მაგრამ ჰა! – სკამები მორყეულია, ბინძურიც, ჩამოტყავებული, გადანგრეული
– ტუალეტის გაღება-დაკეტვა ავიწყდებათ გაჩერებების შემდეგ – ყავის და რაღაცების ყველა აპარატი გაფუჭებულია – საიტი გაუმართავი: ქალი მეუბნება მოდით და იყიდეთო, სულ იქნება ბილეთებიო, მოვდივარ გასვლამდე 45 წუთით ადრე და მხოლოდ პირველ კლასშია ბილეთები, ფოთში 30 ლარად ჩავდივარ, მადლობა! პირველი კლასიც, სხვა კლასების იდენტური ძუნძგლია. – ხალხი ვინ ვის ადგილას ჯდება ვეღარ იგებ, შენს ადგილას რომ დაგსვან უნდა იხვეწო.
ჰოდა, რაც თქვენ ფასები გაქვთ, ან ხელშეწყობა – რით ვერ განვითარდით თქვე მათხოვარო ქაჯებო. შემაგვიანდა დღეს და მომიწია, თორემ აწი აქ ჩამჯდომის…!!! დაილოცოს ჩემი ავტოსტოპი, თქვენ გააჯმევინეთ ხალხო ამათ, ავტობუსები გაცილებით კომფორტულია, ავტო სტოპიც და რავი, ყველაფერი! გული მერევა მთელი გზა“ – წერს გურამ შეროზია.
Discussion about this post