კვერცხებით უამრავი გემრიელი კერძის გაკეთებაა შესაძლებელი. თუმცა, ამისთვის ახალი კვერცხები გჭირდებათ. თუ მას წყალში ჩააგდებთ და იგი ტივტივს დაიწყებს, ესეიგი ეს კვერცხი ძველია და არ უნდა გამოიყენოთ. ახალი კვერცხი წყალში მთლიანად უნდა ჩაიძიროს.
ნამცხვრების ან პეჩენიების გასაკეთებელი ცომის მოზელვისას გამოიყენეთ ბანანი კვერცხის მაგივრად. ეს ცომს უფრო გემრიელს გახდის. ნახევარი ბანანი დაახლოებით ერთ კვერცხს უდრის.
საჭმლის მომზადებასთან ერთად მცენარეული ზეთები სახლზე ზრუნვაშიც დაგეხმარებათ. მისი დახმარებით შუშას წებოს ლაქებს სწრაფად და ეფექტურად მოაშორებთ. დაასხით ლაქაზე ზეთი, დატოვეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.
Discussion about this post