თუ თქვენ მიზანდასახული ადამიანი ხართ, მაშინ ბუნებრივია, რომ ეძებთ თქვენი პირადი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს.
ამგვარი ფსიქოლოგიური ტესტები, გეხმარება უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და აღმოაჩინოთ თქვენი ძლიერი მხარეები, ასევე ის მხარეები, რომლებსაც გამოსწორება სჭირდებათ.
ტესტში მოცემულია 6 სხვადასხვა ვარდის სურათი. ისინი განსხვავდებიან ფერისა და ფორმის მიხედვით. აირჩიე ერთი ვარდი ინტუიციით და გაიგეთ რა არის თქვენი პრიორიტეტი.
- პირველი ვარდი
თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს. გამოირჩევით პირდაპირობით ასევე ხართ ძალიან სამართლიანი და ვერ იტანთ, როდესაც ადამიანები სათანადოდ არ გაფასებენ.
როგორც უკვე ვთქვით, ხართ ძალიან პირდაპირი. ასეთი პოზიცია ხშირად სასიამოვნო არ არის გარშემომყოფებისთვის, რადგან ყველა არ არის მზად მოისმინოს სიმართლე.
- მეორე ვარდი
თქვენ მეოჯახე ადამიანი ბრძანდებით. სახლში უმეტესი დროის გატარებაა თქვენთვის კომფორტის ზონა. ბუნებით, თქვენ ძალიან მიჯაჭვულები ხართ ახლობლებთან, შვილებთან, ქმართან. გიყვართ ოჯახური კერძები, ხართ მზრუნველი, ნაზი და ძალიან მგრძნობიარე. თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები ზოგჯერ სათანადოდ არ აფასებენ თქვენს მხარდაჭერასა და მზრუნველობას, ასე რომ შეეცადეთ მათ მხოლოდ მაშინ გაუწოდოთბდახმარების ხელი თუ კი ეს თქვენი მხრიდან აუცილებელია.
- მესამე ვარდი
თქვენ ძალიან გაწონასწორებული პიროვნება ხართ, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს კონფლიქტები. თქვენ არ ხართ მზად კრიტიკის მოსასმენად, ამიტომ ცდილობთ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო ადამიანები და სიტუაციები.
ხართ ძალიან სასიამოვნო და კომუნიკაბელირი ადამიანი, რითიც ნამდვილად იზიდავთ ადამიანებს.
- მეოთხე ვარდი
თქვენ ხართ ძალიან შემოქმედებითი და ნიჭიერი ადამიანი. თქვენ გაქვთ უნიკალური ცნობიერება, კარგი ინტუიცია. ზოგჯერ ხედავთ სიზმრებს, რომლებიც ცხადში ხშირად ხდება, ეს ერთგვარი ნიჭია. ცდილობთ ყოველთვის შეამჩნიოთ ნიშნები რომლებსაც ბედი გიგზავნით.
- მეხუთე ვარდი
თქვენ საკმაოდ საიდუმლოებებით მოცული ადამიანი ხართ, რომლის შეცნობაც ადამიანებისთვის ძალიან რთულია. თქვენ არ ენდობით ხალხს მარტივად,გარშემო გუავთ ძალიან ცოტა მაგრამ თქვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები სხვებს კი არ უშვებთ თქვენს ცხოვრებაში. ვერ იტანთ როდესაც გატყუებენ და ძალიან ცუდად რეაგირებთ ღალატზე, რთულად პატიობთ შეცდომებს.
- მეექვსე ვარდი
თქვენ ხართ აქტიური ადამიანი.გამოირჩევით მიზანდასახულობით. ყველაფერს აკეთებთ მიზნების მისაღწევად და მზად ხართ გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება, არ უშინდებით წინააღმდეგობებს. ხართ საკმაოდ იმპულსური, ზოგჯერ არის ისეთი მომენტები, როდესაც რაიმე ნაბიჯს გადადგამთ და შემდეგ ფიქრობთ იმაზე თუ რა მოჰყვება მას, რაც ბევრ რამეში გიშლით ხელს. გამოირჩევით ხისტი ხასიათით.
Discussion about this post