მე ეროვნებით გერმანელი ვარ, საქართველოში ტურისტული ტურით ჩამოვედი, მინდოდა დამეთვალიერებინა თქვენი ქვეყანა, მასზე ბევრი მსმენია, მსმენია თუ როგორი მოწესრიგებული, სტუმართმოყვარე, თბილი და ტრადიციების მიმდევარი ხალხი ხართ.
დადგა თუ არა აღდგომის დღესასწაული, გავედი გარეთ, მინდოდა მენახა თუ როგორ აღნიშნავდით, როგორი იყო თქვენი ტრადიციები ამ დღესასწაულზე. ქართველმა მეობარმა მომატარა მთელი თბილისი. რამდენჯერმე ხალხმრავალ ადგილას მოგვიხდა მანქანის გაჩერება. რავინახე მთვრალი და ბინძური ხალხი როგორ დადიოდნენ ქალაქში და საერთოდ არ სხვენოდათ. გავიფიქრე ამას კიდევ არაუშავს, ყველა ერში გაერევა რამდენიმე ასეთითქო. მაგრამ როდესაც საღამოს მე და ჩემი მეგობარი რესტორანს ვეძებდით რომ გვესადილა, რესტორნების შესასვლელთან სულ მთვრალი ხალხის ყვირილი, ხმაური, როგორც მეგობარმა მითხრა გინების ხმები ისმოდა, ერთი ორ ჩხუბსაც გადავაწყდით. როგორც იქნა მოვნახეთ რესტორანი და დავსხედით.
საკმაოდ სასიამოვნო გარემო იყო, სანამ რამდენიმე ადამიანმა პირდაპირი გაგებით არ ამოიოხრა მუცელი, არ გაილეშნენ და არ დაიწყეს მომსახური პერსონალის შეურაცხყოფა. ერთი დღისთვის საკმაო ვნახე იმისთვის რომ გამეგო რა არის რეალურად თქვენი ტრადიციები და ქართველი ხალხის მენტალიტეტი. ასე რომ თქვენ, ქართველები არაფრის ღირსები ხართ, ერთი უბადრუკი ერი ხართ, რომელსაც დიდი წამოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ეს რა თქმა ყველას ქართველს არ ეხება.
ტურისტი – Annamaria Neuer
Discussion about this post