სოციალურ ქსელშ ვრცელდება ბაღდათში, საშინელი ავარიისას დაღუპული წყვილის ფოტოს.”ერთი თვის წინ ბაღდათში საშინელმა ავარიამ შეიწირა შეყვარებული წყვილი მარიამი და დავითი, რომლებმაც ალბათ ეს უბედურება წინასწარ იგრძვნეს და ეს ფოტო გადაიღეს და მერე…. მარადისობაში გადასახლდნენ.. 15 წლის მარიამი და
18 წლის დავითი” – წერს ინტერნეტმომხმარებელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბაღდათში მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ახალგაზრდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა 7 აგვისტოს მოხდა.
Discussion about this post