იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პირველი ხე აირჩიეთ, რომელიც ყვითელი ფოთლებითაა, იცოდეთ, რომ ეს თვე თქვენთვის საკმაოდ მომგებიანი იქნება ფინანსური თვალსაზრისით. შესაძლებელია დაგაწინაურონ სამსახურში, აიღოთ პრემია, მოიგოთ ლატარიაში და ა.შ. მაგრამ თქვენი ფინანსური მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება. გირჩევთ, რომ კარგად დაგეგმოთ თქვენი ხარჯები და გაუფრთხილდეთ ფულს.
იმ შემთხვევაში თუ მოცემული ხუთი ხიდან მეორე აირჩიეთ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენია არჩევანი შეჩერდა სწორედ იმ ხეზე, რომელიც სიმშვიდის და დასვენების სიმბოლოა. მოგეცემად კარგად დასვენების საშუალება, რათა ამის შემდეგ თქვენს მომავალ საქმეებზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოთ და მაქსიმალური ენერგიით შეუდგეთ საქმიანობას.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ მესამე ხე, წითელ-ფორთოხლისფერი ხე აირჩიეთ შესაძლებელია, რომ თქვენ ახალი რომანი გელოდებათ, რომელსაც არ არის გამორიცხული, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ყურადღებით დააკვირდით გარშემომყოფებს, იქნებ თქვენი ძველი ნაცნობების თვალში საინტერესო ემოციები დაინახოთ ან სრულიად ახალი ნაცნობი გამოჩნდეს, რომელიც თქვენთან ერთად პაემანზე სიამოვნებით წამოვა. მთავარია არ იჩქაროთ და მაქსიმალურად ბუნებრივად მოიქცეთ.
თუ თქვენ მოცემული ხეებიდან მეოთხე ხე აირჩიეთ, რომელიც ვარდისფერი ფოთლებითაა, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ წლის ბოლომდე წარმატება გელოდებათ, თქვენი საქმე იმ შედეგს გამოიღებს, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. რეალურად თქვენი უფროსები ძალიან კმაყოფილები არიან თქვენი შრომისმოყვარეობით, ისევე როგორც თქვენი მეორე ნახევარი, ყველა გაქებთ და მოსწონთ თქვენი საქმიანობა. თუმცა აქვე გირჩევთ, ყველაფერს მთელი ყურადღებით და დაკვირვებით მოეკიდოთ.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ მეხუთე, მწვანე ხე აირჩით ეს მიანიშნებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ჩაკეტილი ადამიანი ხართ, წლის ბოლომდე აუცილებლად იპოვით ახალ მეგობარს. ის შესაძლოა იყოს თქვენი მეზობელი, თანამშრომელი ან ნებისმიერ შემთხვევითი გამვლელი. თუმცა თქვენი მეგობრობა წლების განმავლობაში გაგრძელდება.
თუ თქვენ მოცემული ხეებიდან მეექვსე ლურჯი ხე აირჩიეთ, ამ შემთხვევაში ცხოვრებისეული ცვლილებები გელოდებათ. შესაძლებელია ეს იყო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან სამსახურის ცვლილება. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ამ ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ, ზოგჯერ ცვლილებები აუცილებელია და მისი ნუ შეგეშინდებათ. ეცადეთ არსებული ვარიანტები სწორად შეარჩიოთ.
თუ თქვენ მეშვიდე ხე აირჩიეთ, მაშინ ნამდვილად უნდა ელოდოთ დახმარებას იმ ადამიანებისგან, ვინც თქვენზე მაღალ თანამდებობებზე იმყოფებიან. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ზოგჯერ მსგავსი რაღაცეებიც ხდება ხოლმე. გარდა ამისა, იცოდეთ, რომ თქვენი პროფესიონალიზმი მაქსიმალურად უნდა გამოამჟღავნოთ, მეტად მობილიზდით და მაქსიმალურად დაიხარჯეთ.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მეერვე ხე აირჩიეთ აუცილებლად მოემზადეთ საკუთარ გარეგნობაში ცვლილების შესატანად. ეს ცვლილებები შეიძლება აისახოს სამოსის სტილის ცვლილებაში, თქვენს მიერ ვარჯიშის დაწყებაში ან ახალი ტატუს გაკეთებაში. ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან გარეგნობის ცვლილების შემთხვევაშიც აუცილებელია რაღაც ზღვარის დაცვა.
აქვე გეტყვით, რომ მოცემული წინასწარმეტყველება, შეიძლება არ ახდეს 100%-ით, მაგრამ შესაძლოა მომავალი ცვლილებებისთვის კარგი საფუძველი გახდეს.
Discussion about this post