დააკვირდით ფოტოს, რომელზეც გამოსახულია ოთხი სიბრძნის წიგნი. აირჩეთ ერთ-ერთი და გაიგეთ რას გამცნობთ ის.
- თუ თქვენ პირველი წიგნი აირჩიეთ
ყველა გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. მიეცით საკუთარ თავს დრო და სივრცე, რომ მოძებნოთ პასუხები საკუთარ თავში. ამ ეტაპზე შეიძლება განიცდიდეთ ზედმეტ გარეგან ზემოქმედებას და ეს ხელს გიშლიდეთ საკუთარი რეალური გზის ძიებაში.
ალბათ ახლა თქვენ გჭირდებათ მხოლოდ წყნარი, მშვიდი ადგილი, რომ ჩამოაყალიბოთ თქვენი მიზნები და ოცნებები. ზოგადად არის პერიოდები, როდესაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება მშვიდი ადგილი განმარტოებისთვის. მთავარია საკუთარ თავს დაუთმოთ დრო და სივრცე. ეცადეთ დაოსვენოთ, აღიდგინოთ ძალები. კარგად გაიაზროთ რა და როგორ გნებავთ და შემდეგ მთელი ძალისხმევით შეუდგეთ მიზნების განხორციელებას.
- თუ თქვენ მეორე წიგნი აირჩიეთ
თქვენ შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული სიახლეების შეტანა. ნუ შეგეშინდებათ ამის გაკეთების. თუ თქვენი ფიზიკური ან ემოციური უსაფრთხოების მიმართ დაუცველად გრძნობთ თავს, წარმოიდგინეთ დამცავი ენერგიის ბუშტი თქვენს გარშემო. გარდა ამისა, თქვენ შეიძლება უბრალოდ წარმოიდგინოთ, რომ უხილავი ხართ მათთვის, ვინც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ.
ამასთან, თქვენი ჩანაფიქრი განხორციელებასთან ახლოს არის. გამოიჩინეთ მეტი მონდომება, მეტი ნებისყოფა და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერს წარმატებით მიაღწევთ.
- თუ თქვენ მესამე წიგნი აირჩიეთ
ეს არის შეტყობინება დასაწყისში დასაბრუნებლად. ან იგრძნობთ, რომ ნულიდან გიწევთ გარკვეული საქმის დაწყება, ან სრულად უნდა გაანალიზოთ ის შეცდომები, რომლებიც აქამდე დაუშვით და აღარ გაიმეოროთ.
გარდა ამისა, ნებისმიერი ახალი საქმე რომელსაც მოეკიდებით კარგი იქნება თქვენი პიროვნული ზრდისთვის და ეს უფრო ახლოს მიგვიყვანს იმ მთავარ ჩანაფიქრსაც, რომლის განხორციელებისაც გწამთ.
მოეკიდეთ ყველას სიყვარულით, თუმცა მეტი დაკვირვება გამოიჩინეთ ნდობასთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც მარტივად ენდობით ადამიანებს და მათგან ზოგიერთდები თქვენს ნდობას ბოროტად იყენებენ.
- თუ თქვენ მეოთხე წიგნი აირჩიეთ
მუდმივად ამახვილებთ ყურადღებას იმაზე რაც გაკლიათ და წარმატებით შეგიძლიათ ამ დანაკლისის შევსება, იქნება ეს ფული, თავისუფალი დრო, დასვენება, ცოტა ფუფუნება, კარგი საკვები, უკეთესი სამუშაო თუ უკეთესი საცხოვრებელი პირობები.
თუმცა შესაძლოა ხშირად პირადი ღირებულების გარეგანი საზომები (საკუთრება, სამუშაო, წოდება, ფული) ზუსტად არ ასახავდეს თქვენი ნიჭის, ძალისხმევისა და განზრახვების რეალურ ღირებულებას.
ფოკუსირება გააკეთეთ თქვენს პიროვნულ თვისებებზე. ეცადეთ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ძლიერი მხარეები და ისინი წარმატებით გამოიყენოთ თქვენი მიზნების განხორციელებისას.
Discussion about this post