ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი არასწორად მიდის და ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ ალბათ ჩვენ თვითონ „ვახალისებთ“ წარუმატებლობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თითოეულ ჩვენგანს აქვს ჩვევები და დამოკიდებულებები რომლებიც მთელ ჩვენს პოზიტიურ ენერგიას იწოვს.
ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი მოქმედებების ანარეკლი. როდესაც სიკეთეს ვავრცელებთ, სამაგიეროდ იგივეს ვიღებთ.
მეორეს მხრივ, ჩვენი ნეგატიური მოქმედებები აუცილებლად იწვევს შედეგებს, რომლებიც ზიანს აყენებს სხვებსა და ჩვენს თავს. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელ შეხედულებებზე უნდა ვთქვათ უარი, რომ სრულყოფილი ცხოვრება გვქონდეს და ეს ტესტი დაგვეხმარება ამაში.
თქვენი საქმეა უბრალოდ აირჩიოთ ზემოთ მოცემულ სურათზე გამოსახული ექვსი ხელიდან ერთი, რომ გაერკვეთ რისი შეცვლა გჭირდებათ ცხოვრებაში რათა ბედნიერი იყოთ!
თუ თქვენ აირჩევთ: სურათი # 1
თქვენ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ხართ, ამიტომ ბევრი მეგობარი არ გყავთ. ალბათ ეს განპირობებულია წარსულში არსებული სტრესული სიტუაციით. მაგრამ ახლა დროა შეიცვალოთ და სხვებმა გაგიცნონ ისეთი, როგორიც ხართ სინამდვილეში – ეს არც ისე რთულია, როგორც ფიქრობთ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. ეცადეთ უკეთ გაიცნოთ ადამიანები.
თუ თქვენ აირჩევთ: სურათი # 2
თქვენ ძალიან კეთილი და გულწრფელი ადამიანი ხართ, რომელიც ყველაფერს აკეთებთ გაჭირვებულთა დასახმარებლად, რაც სასიხარულოა. ამასთან, ყველას მიმართ ძალიან კეთილგანწყობა ყოველთვის არ არის კარგი.
მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს და მიეცით იგივე, რასაც აკეთებენ თქვენთვის. ფრთხილად იყავით, ბევრმა შეიძლება უბრალოდ გამოგიყენოთ საკუთარი მიზნების მისაღწევად.
შეეცადეთ უფრო ყურადღებით აირჩიოთ ხალხი, რომ მომავალში იმედგაცრუება თავიდან აიცილოთ.
თუ თქვენ აირჩევთ: სურათი # 3
მესამე ხელის არჩევანი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს პიროვნებაში ეგოიზმი უხვადაა. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ინტერესები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და თქვენი ცხოვრებისეული ხედვა არის ყველაზე სწორი.
არ მოგწონთ ვინმესთან ან სიტუაციასთან ადაპტაცია, რადგან ელით, რომ სხვები ამას გააკეთებენ თქვენთვის. თქვენ იმდენად ხართ კონცენტრირებული თქვენს მიზნებზე, რომ შეგიძლიათ გადალახოთ ყველა დაბრკოლება, რაც სჭირდება მათ მისაღწევად.
ამასთან, შეეცადეთ იყოთ უფრო ალტრუისტები, ნაკლებად ეგოისტები და თორემ შეიძლება საკუთარმა ეგომ მოგატყუოთ და ვერ შეძლოთ წარუმატების მიღწევა.
თუ თქვენ აირჩევთ: სურათი # 4
თქვენ უნდა დაუთმოთ დრო საკუთარი თავისთვის, რადგან აღარც გახსოვთ როდის დაისვენეთ ჯეროვნად. ისიამოვნოთ ყველაფრით. თქვენ იმდენად გაწუხებთ ოჯახისა და მეგობრების პრობლემები, რომ ხშირად ივიწყებთ საკუთარ თავზე ზრუნვას და ამან შეიძლება უზარმაზარი ფსიქოლოგიური ზიანი მოგაყენოთ.
პირველ რიგში შეეცადეთ ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული და იზრუნოთ საკუთარ თავზე!
თუ თქვენ აირჩევთ: სურათი # 5
თქვენი გაურკვევლობა ხელს გიშლით თქვენი მიზნების მიღწევაში. ნუ გადადებ ხვალამდე იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლია დღეს.
შეწყვიტეთ თქვენი სამუშაოს, თქვენი გეგმებისა და მიზნების გადადება, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს რეპუტაციაზე როგორც პროფესიულ ისე პირად ცხოვრებაში.
თქვენ ვერ მიაღწევთ თქვენს მიზნებს, რადგან ყოველთვის აჭიანურებთ იმის გაკეთებას რაც საჭიროა. ეცადეთ შეცვალოთ ეს მიდგომა.
თუ თქვენ აირჩევთ: სურათი # 6
სავარაუდოა, რომ წარსულში თქვენ ძალიან გატკინეს, ამიტომ დიდი შიშით უყურებთ ყველაფერს. შეწყვიტეთ საკუთარი თავის დათრგუნვა შიგნიდან და ეცადეთ იმოქმედოთ თავისუფლად.
მიეცით საკუთარ თავს სიყვარულის ხელახლა აღმოჩენის საშუალება. სიყვარული კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გრძნობაა და მის გარეშე ცხოვრებამ შეიძლება თქვენი ცხოვრება საშინლად მოსაწყენი გახადოს.
Discussion about this post