ბარათი, რომელსაც ახლა აირჩევთ, აჩვენებს, თუ რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც თქვენ მოელით! ეს კარტები დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რა გიშლით ხელს და რა უნდა შეცვალოთ.
- იმ შემთხვევაში თუ პირველი ბარათი აირჩიეთ
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ თქვენ ბევრს ფიქრობთ ფულზე და ამან შეიძლება გააფუჭოს თქვენი ცხოვრება მომავალში. მორჩით ნერვიულობას თქვენს ხარჯებზე. მარტივად იმოქმედეთ! სავარაუდოდ თქვენ გაქვთ კარგი სამსახური და ნორმალური ხელფასი, თუმცა უახლოეს მომავალში სასიკეთო ცვლილებები გელოდებათ. ამ ეტაპზე გაითვალისწინეთ, რომ მთავარია თქვენი ფინანსური ნაკადები სწორად მართოთ და თანხები მიზნობრივად გახარჯოთ.
გააგრძელეთ სვლა თქვენი მიზნისკენ. ეცადეთ გამოიჩინოთ მაქსიმალური შრომისმოყვარეობა და ზუსტად შეაფასოთ თქვენ დადებითი და უარყოფითი მხარეები, რათა მათი თქვენს სასიკეთოდ გამოყენება შეძლოთ.
- იმ შემთხვევაში თუ მეორე ბარათი აირჩიეთ
შეწყვიტეთ წარსულზე ფიქრი. უნდა დაივიწყოთ ის რაც მოხდა და ეცადოთ გათავისუფლდეთ იმ იმედგაცრუებისგან, რაც თქვენს შფოთვას იწვევს. მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.
მეტი იცინეთ და გაერთეთ! მომავალი პერიოდი იდეალურია დასვენებისთვის. ძალიან მალე, საბოლოოდ მიაღწევთ იმ მიზნებს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდით. სამყარო მთელ თავის ძალებს მომართავს თქვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად. იღბალი თქვენს მხარესაა..
- იმ შემთხვევაში თუ მესამე ბარათი აირჩიეთ
დროა შეწყვიტოთ არასწორი ქმედებები, რომელსაც ბოლო პერიოდში გახასიათებთ. ახლა საჭიროა ცვლილებები, თიმცა ამ ცვლილებებისთვის ზუსტად უნდა მოემზადოთ და სწორად იმოქმედოთ. თქვენ ძალიან დიდი ხანია გეშინიათ ქმედითი ნაბიჯის გადადგმის, იქნება ეს თქვენს პირად, პროფესიულ ან სენტიმენტალურ ცხოვრებაში.
შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ახალი ადამიანი, რომელიც შეიძლება გახდეს თქვენი ახალი, დიდი სიყვარული ან ძალიან ახლო მეგობარო. ნუ დაემალები ახალ შესაძლებლობებს. ეცადეთ მაქსიმალურად გაიმარტივოთ ცხოვრება.
Discussion about this post