საშხაპირს კარებების და აბაზანის ფილების გაწმენდა
აბაზანაში ზედაპირებიდან წყლის ლაქების და ნებისმიერი სახის ჭუჭყის მოშორება მარტივად შეგიძლიათ საცხობი სოდის და ლიმონის დახმარებით. ჩააწეთ სველი კბილის ჯაგრისი საცხობ სოდაში და გახეხეთ მისი დახმარებით ფილები ეფექტურად. ამ პროცესის შემდეგ ჩამორეცხეთ კედლები სუფთა წყლით. კვირაში ერთხელ გადაუსვით აბაზანაში ზედაპირებს შუაზე გაჭრილი ლიმონი და დატოვეთ ასე 10-15 წუთით, შემდეგ კი ჩამოწმინდეთ მშრალი ნაჭრით.
გაზქურის გაწმენდა
აურიეთ ერთმანეთში 1/2 ჭიქა წყალი და 1 ჭიქა საცხობი სოდა. წაუსვით მიღებული ნაზავი გაზქურის ინტერიერს და დატოვეთ ასე 15 წუთით. შემდეგ ჩამორეცხეთ გაზქურის ზედაპირები წყლით და გაამშრალეთ რბილი ნაჭრით. გაზქურის რთული ლაქების მოსაშორებლად შეგიძლიათ მოასხათ მის ზედაპირს ძმარი თანაბრად და დატოვოთ ასე 15 წუთით მის გაწმენდამდე.
საჭრელი დაფის გაწმენდა
საჭრელი დაფის დეზინფექცია საკმაოდ აუცილებელი პროცედურაა. ამისთვის შეგიძლიათ წაუსვათ მის ზედაპირებზე შუაზე გაჭრილი ლიმონი და შემდეგ მოაყაროთ ზევიდან მარილი. დატოვეთ ასეთი მასით დაფარული დაფა 5-10 წუთით და შემდეგ ლიმონის დარჩენილი მეორე ნახევრით თავიდან გადაწმინდეთ მისი ზედაპირები. ამ პროცედურების შემდეგ გადაავლეთ დაფას თბილი წყალი.
Discussion about this post